ბრძოლა გარუსებული ქართველების წინააღმდეგ გრძელდება! - საბა სხვიტარიძის ძმის პირველი კომენტარი

03.09.25 11:11
ბრძოლა გარუსებული ქართველების წინააღმდეგ გრძელდება! - საბა სხვიტარიძის ძმის პირველი კომენტარი

 

 

საბა სხვიტარიძის ძმა, თორნიკე სხვიტარიძე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი, ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს: 

ველოდებოვით ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველოში ამ სასამართლოს სამართალს ვერ ვიპოვით. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, გარუსებული ქართველების მიერ არის გამოტანილი. ყველაზე ცუდი ეს არის - რუსებს კი არ ვებრძვით, გარუსებულ ქართველებს ვებრძვით! არავის გული არ დაწყდეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე! მედგრად ვიდგებით!"- თქვა თორნიკე ხვიტარიძემ. 

საბა სხვიტარიძე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციის მაღალჩინოსანის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბა სხვიტარიძემ.

მსგავსი სიახლეები