"თავისუფლება მესამე პრეზიდენტს" - მშვიდობის ხიდზე ბანერი გადმოფინეს
"თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" - მშვიდობის ხიდზე ბანერი გადმოფინეს. მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დღეს ბანერების გამოფენას თბილისში, კიდევ რამდენიმე ადგილას, გეგმავენ.
ხვალ, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.