მდინარაძე არ პასუხობს კითხვას, რატომ გადადგა 6 წლით არჩეული ოხანაშვილი

03.09.25 11:51
მდინარაძე არ პასუხობს კითხვას, რატომ გადადგა 6 წლით არჩეული ოხანაშვილი

მამუკა მდინარაძე, რომელსაც დღეს "ოცნება" სუსის უფროსად ოფიციალად დაამტკიცებს, უკვე პარლამენტშია. "ოცნებამ" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მედიისთვი სრულად დახურა.

სხდომის დაწყებამდე "პირველებმა" მდინარაძეს დაუსვა კითხვა, რა პრიოტეტები ექნება თანამდეობაზე გამწესების შემდეგ და რატომ გადადგა სუსის უფროსად 6 წლით არჩეული ანრი ოხანაშვილი პოზიციიდან, თუმცა "ოცნების" ლიდერმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

აღნიშნულ კითხვას ვერც "ოცნების" სხვა წევრები პასუხობენ. 

ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა პოსტზე მუშძაობის 5 თვის თავზე მოულოდნელად გადადგა. 

მსგავსი სიახლეები