ვიბრძოლოთ ბოლომდე... არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა! - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა

03.09.25 12:44
ვიბრძოლოთ ბოლომდე... არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა! - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა

"მთელი ცხოვრება თავს ვერ აწევთ"- ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, გიორგი ტერიშვილმა საქმის პროჯურორებს. 

  • 11 დემონსტრანტი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი იტყვის, როდის გამოაცხადებს განაჩენს. არ არის გამორიცხული, განაჩენი დღესვე გამოცხადეს

გიორგი ტერიშვილმა დღეს სასამართლოს უთხრა, რომ მთავარი დამნაშავე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრია. 

„მე არანაირი დანაშაული მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის ქართულო ოცნების პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ..

9 თვეა ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ და მაგის თავიც არ აქვთ ნორმალურად შეკერონ...

მინდა პროკურატურას ვუთხრა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე ცხვენოდათ თავიანთი ტავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში...

რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, გვერდით ეჯდა, ეუბნება ვალერი თეთრაშვილს თუ ამოიცნობთო, რომელიაო და გამოიშვიარ ხელი ჩემკენ, იმ დროს თეთრაშვილი დარბაზში არ იყო...

ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან..როდესაც ადვოკატმა ჩომახაშვილმა დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გამიმეორეთო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ ბატონო მოსამართლე, მეგობრები, რომლებიც ჩემს გვერდით ზიან, არანაირი კავშირი არ გვქონია, მე ისინი აქ გავიცანი სხდომაზე...

როცა დამაკავეს გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური, მე თვითონ მივეცი ტელეფონის კოდი, 9 თვე გავიდა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან, არ ყოფილა, ვერ დაადგენდა, რადგან ჩვენ აქ სხდომათა დარბაზში გავიცანით ერთმანეთი. მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვეი საქართველო, გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი...

გვყავს მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ.. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა და საქართველოს დასდო ბრალი, ასეთი მთავრობა გვყავს და მალე უნდა მოვაშოროთ" - თქვა სინდისის პატიმარმა. 

გიორგი ტერიშვილმა საბოლოო სიტყვის თქმა ცნობილი ფრაზით "არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!" დაასრულა: 

1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე 17 წლის ბიჭი, საქართველოს დროშა ეჭირა და 300 000-იან მიტინგს მოუძღოდა წინ, ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და ადგილზე დაიღუპა..

საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს.... ეს არის ქართული ოცნება, რუსული ოცნება.

მინდა პროკურატურას ვუთხრა, გვასამართლებთ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ მჯერა მალე გათენდება ის დღე, როცა საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით, დაჯდებით ჩვენს ადგილზე, ოღონდ სამართლიან სასამართლოში და არა ვითომ სასამართლოში".

„მინდა ავდოკატებს მადლობა გადავუხატო, ირაკლი გოგიტა თქვენი თამადობით ვყველას იდიდ მადლობა მინდა გითხრათ, რომ საქართველოს დაანახეთ როგორია მოღალატე პროკურორები, ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც აქ ისხდნენ და სირცხვილით იწვოდნენ.. მადლობა მედიას, არასამთავროოებს, მადლობა რუსთაველის გმირებო, სინდისისი პატიმრის მშობლებო... ვიბრძოლოთ ბოლომდე - არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა" - დასძინა მან. 

მომზადებულია "რადიო თავიუფლების" მიხედვით.  

მსგავსი სიახლეები