ყოფილი თანამდებობა ინდულგენცია ვერ იქნება - დაინტერესდება თუ არა სუს-ის ახალი შეფი ყოფილი თანაგუნდელებით?
მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მისი პრიორიტეტი იქნება და ყოფილი თანამდებობა ინდულგენცია ვერავისთვის ვერ იქნება. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც სუსის უფროსის თანამდებობაზე 6 წლით ოფიციალურ განამწესეს.
კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელი პარტიის, ჩვენი თუ სხვა პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, კორუფციას და მასთან ბრძოლა არის და იქნება პრიორიტეტი, განსაკუთრებული პრიორიტეტი. ამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის, - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა პოსტზე მუშძაობის 5 თვის თავზე მოულოდნელად გადადგა.