მდინარაძე ოხანაშვილის კადრებს სუსი-დან უშვებს

03.09.25 13:55
მდინარაძე ოხანაშვილის კადრებს სუსი-დან უშვებს

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სუსიდან ოხანაშვილის კადრების გაშვებას გეგმავს. უწყების ახალი შეფი ამბობს, რომ საკუთარი გუნდი და ხედვები აქვს, ამიტომ სუსს ახალი კადრებით დააკომპლექტებს. 

ანრი არის ადამიანი, რომელიც 2016 წლიდან, მათ შორის ჩემთან ერთად, სხვა ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად იბრძოდა ამ ქვეყნისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ჩვენ ერთად გამოვიბრძმედეთ, ამ ბრძოლაში ჩვენ მოვიპოვეთ ერთმანეთის ნდობა და ანრი ყოველთვის იქნება ამ ქვეყნის და ამ გუნდის ერთგული წევრი. ამის იქით მე ვერაფერზე ვილაპარაკებ. მე ისეთი სამსახურის ხელმძღვანელი უნდა ვიყო, ასეთ მიზეზებზე მაინც და მაინც რომ არ შეშვენის ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარია ად ჩვენი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც სამსახურში ვამუშავებ ძალიან წარმატებიტ, დარწმუნებული ვარ, - თქვა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში - 6 წლის ვადით აირჩია, თუმცა პოსტზე მუშძაობის 5 თვის თავზე მოულოდნელად გადადგა.    

მსგავსი სიახლეები