სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან - სამადაშვილი
ფრაქცია "ლელოს" დეპუტატის, სალომე სადამაშვილის, შეფასებით, ხვალ, რუსთაველის გამზირზე, ,,ენმ"-ს მიერ დაგეგმილი აქციის შედეგად სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება არ მოხდება. ამის შესახებ სამადაშვილმა ტვ პირველის "დღის ამბებში" ისაუბრა. სამადაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დროულად უნდა დატოვოს ციხე და ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა დასრულდეს.
არ მჯერა არც ერთი წამით, რომ ხვალინდელი აქციის შედეგად ვინმე გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, წარმოუდგენელია და არ მოხდება ეს და მე მგონი, მიხეილ სააკაშვილს თვითონაც არ აქვს ეს მოლოდინი, მე ვარ რეალისტი და ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან, ეს შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ.
მსურს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხე დატოვოს? დიახ, მსურს მიმაჩნია, რომ ის არის პოლიტიკური ნიიშნით დაპატიმრებული და მიმაჩნია, რომ ჩვენ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.