რატომ გაუშვეს თანამდებობიდან ოხანაშვილი - რა ვერსიები ვრცელდება

03.09.25 15:32
რატომ გაუშვეს თანამდებობიდან ოხანაშვილი - რა ვერსიები ვრცელდება

უკავშირდება თუ არა ანრი ოხანაშვილის გადადგომა რუსული სპეცსამსახურების კრიტიკას? ოხანაშვილის მოულოდნელ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ეფ ეს ბე-მ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააკრიტიკა, თითქოს ყირიმში აფეთქებისთვის გამოყენებული სატვირთო მანქანა ქვეყნის საზღვარზე სწორედ სუსს გაეპარა. 

სუსის ახალი შეფი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტს უწყების უფროსის ცვლილებასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, მდინარაძე არც იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომ შეიცვალა სუსის უფროსი. 

არა, ეს ვერსია არასწორია, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ საკითხზე არანაირი მსგავსი კორელაცია ჩემი არჩევის თუ ანრის გადადგომის არ ყოფილა, არც გვიფიქრია. ოხანაშვილის მმართველობის პირობებში კი არა, ამერიკის სპეცსამსახურს გამოეპარა სექტემბრის მოვლენები აგერ, ახლო წარსულში. დაზღვეული ასეთი საკითხებისგან არავინაა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებულ რაიმე ცვლილება სპეცსამსახურებშ არ ყოფილა, მათ სორის ჩემი არჩევა, - ამბობს მდინარაძე. 

უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგადად, რუსეთის ეფ ეს ბე-ს მიერ გავრცელებული განცხადებაც ნაკლებად სანდოა, რადგან ის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. 

ამასთან, სპეციალისტების თქმით, ამ ვერსიების არსებობის საშუალებას ისევ "ქართული ოცნება" უწყობს ხელს, რადგან არ გამარტავს, რატომ შეიცვალა ესა თუ ის თანამდებობის პირი. 

საერთოდ არ მჯერა ამ ისტორიის და არ მჯერა, რომ ასეთი რამ მოხდა. ეს იყო რუსული პროპაგანდის მხრიდან მორიგ ჯერზე ქართული სახელმწიფოებრიობის ლაფში ამოსვრის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც შეიზილა ბოლომდე "ქართულმა ოცნებამ" თავისი ოხანაშივილიან-კობახიძიანად. ყველა გადაწყვეტილებას, როელსაც იღებს ივანიშვილი, ის იღებს ერთადერთი ამოცანით, ნაკლებად მტკივნეულ ვერსიაში: არ გააღიზიანოს რუსეთი, მაგრამ რეალურად ეს ხდება იმ შუამავლების მეშვეობით, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის არიან. ოღონდ აქ არც მდინარაძე და არც ოხანაშვილი არაფერ შუაშია, მათთან პირდაპირ კავშირზე არიან პირველი პირები. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება ის, თუ ვისზე ექნებათ მწვანე შუქი მოსკოვიდან, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. 

 

მსგავსი სიახლეები