საბა სხვიტარიძის დედა: ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი
" ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი, გვაქვს რაღაც გეგმები"- ამის შესხებ საბა სხვიტარიძის დედამ TV პირველთან, შვილის განაჩენის გაგების შემდეგ განაცხადა.
ელენე ახობაძე ამბობს, რომ ყველა ის პირი აებს პასუხს, ვინც მისი შვილი "აწამა":
"დარწმუნებული ვიყავი, ჩემს შვილს რომ მუხლი შეუცვალეს, 2 წელზე ნაკლებს არ მისცემდნენ, 2 წელი "მონპასის" კანფეტივით არის, გვატკბობენ მაგით. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ეს მხოლოდ ციფრებია. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი შვილი უახლოეს დროში იქნება სახლში, ასევე ყველას შვილი. ამ შემოდგომას დავასრულებთ, ყველა აგებს პასუხს, ვინც ჩემი შვილი აწამა.
ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი, გვაქვს რაღაც გეგმები. ყველა ერთად გაიგებთ" - ამბობს ელენე ახობაძე.
პროევროპული აქციების მსვლელობისას დაკავებულ აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას) პირველი ნაწილით სცნო დამნაშავედ.