კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა - თინა ხიდაშელი 10 სექტემბერს აშშ-ში "ოცნების" მხილებას აანონსებს

03.09.25 15:50
კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა - თინა ხიდაშელი 10 სექტემბერს აშშ-ში "ოცნების" მხილებას აანონსებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 10 სექტემბერს შტატებში ჩასვლას "ოცნების" წინააღდმეგ კონკრეტული მტკიბულებებით აანონსებს. თავდაცვის ექს მინიტრი ამბობს, რომ ამერიკელ პარტნიორებს პირდაპრი სამხილებს ჩაუტანს, როგორ მიჰყვას ივანიშვილის გუნდს ქვეყანა რუსეთისკენ, როგორ არღვევს ადამიანის უფლებებს, როგორ ამყარებს ქვეყნაში ავტორიტარიზმს და როგორ სძირავს ქვეყნას კორუფციაში. 

მთავარი ამოცანა ჩვენთვის უნდა იყოს ის, რომ პირველი - გავზარდოთ, უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ, მეტი მტკიცებულება ჩავიტანოთ, მეტი დოკუმენტალური მასალა არსებობდეს ამერიკელი კანონმდებლების ხელში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. იქნება ეს კორუფციული გარიგებები, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევების სფეროში თუ ამერიკის მტრებთან დამეგობრების საქმეები. მოსმენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ამერიკის მტრებთან განსაკუთრებულად, სპეციფიკურად დამეგობრებული "ქართული ოცნების" მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე საუბარი. ჩემი ამოცანა არის ჩინეთთან, ირანთან, ბოლო წლებში განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ გამძაფრებული ურთიერთობების ფარგლებში ყველა იმ მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ხან ქაღალდზე დაწერილად და ხან სცენის მიღმა ვხედავთ ხოლმე, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნების შესახებ 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30 საათზე მოსმენას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰელსინკის კომისია ავრცელებს

მოსმენაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და მკვლევარი ლუკ კოფი. 

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს. მოსმენა განიხილავს საქართველოს ავტორიტარიზმში ჩავარდნის გლობალურ შედეგებს.

 

მსგავსი სიახლეები