გალუსტაშვილო ეხლა მე მიყურე! - ანდრო ჭიჭინაძის დედის პირველი რეაქცია
გალუსტაშვილო ეხლა მე მიყურე! - ასეთია სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედის, ლიკა გუნცაძის პირველი რეაქცია მოსამართლის მიერ გამოტანილ ვერდიქტზე.
დღეს გამოცხადებულ განაჩენზე "პირველებთან" სიაუბრა მსახიობის მამაც. ოთარ ჭიჭინაძის თქმით, დაკავებული მსახიობი პატიმრობისთვის მზად იყო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს [ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს] ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ისინი ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).