სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა ჩაინიშნა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა - იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრსა და სახალხო დამცველს შეხვდება.
შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც უწყება ითხოვს, განხორციელდეს მონიტორინგი სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.
იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.