მოსამართლეები თამაშობენ სასამართლობანას, ამას ასე არ დავტოვებთ! - გიორგი ახობაძე
მოსამართლეები მუხლებით თამაშობენ სასამართლობანას- ამის შესახებ გიორგი ახობაძემ განაცხადა.
ნარკოდანაშაულში გამართლებული ექიმი დღეს სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს ესწრებოდა.
ამ მუხლებით თამაშობენ რაღაც სამართლიან სასამართლობანას. როგორც გამოჩნდა რაღაც შაბლონი აქვთ, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ და არა სამართლის და სასამართლოს წესების მიხედვით. დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებიც ელოდნენ ამ განაჩენს და მინდა, აქიდან გავამხნევო იისნი. ამას ასე არ დავტოვებთ, ამ უსამართლო სასამართლოს ისეთ ჩარჩოში მოვაქცევთ, როგორიც საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის და რისი ღირსებიც არიან. ეს ბიჭები უკვე გამარჯვებულები არიან, მოსამართლეებს განაჩენი საკუთარი თავისუთვის გამოქვთ"- თქვა ახობაძემ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს [ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს] ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ისინი ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).