მოსამართლე გალუსტაშვილმა დღეს მეორედ მოკლა მამაჩემი - სანდრო ცხადაძე

03.09.25 16:50
 მოსამართლე გალუსტაშვილმა დღეს მეორედ მოკლა მამაჩემი - სანდრო ცხადაძე

 

 

სინდისის პატიმრის, ინისე ცხადაძის ძმა მოსამართლე თამარ გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას "ტვ პირველთან" აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელი გადაწუვეტილებით ძმებ ცხადეძეებს მამა "კიდევ ერთხელ მოუკლეს":

რა თქმა უნდა, ამას ველოდით და რამდენიმე დღეა ამაზე ვლაპარაკობ მე პირადად, რომ ასე მოხდებოდა და გუშინდელი დღის მერე, კიდევ მეტად დადასტურდა, რომ იმ რიცხვებს ვერ გაცდებოდნენ, რაც გუშინ დააწესა და რა პრეცედენტიც დადო თამარ მჭედლიშვილმა, შესაბამისად, ეს ყველაფერი როგორც თავიდან, ისე ბოლომდე არის პროპაგანდისთვის, ხალხის დაშინებისთვის, იმის ჩვენებისთვის, აი, თან დაგსჯით თუ საჭიროა და თან მოწყალეებიც ვიქნებით, იმიტომ რომ  ვერ დაგიმტკიცეთ ვერანაირი კავშირი, თქვენი ტელეფონები არ გავხსენით, ვერც თქვენი მიმოწერები ვნახეთ, არც გვაინტერესებდა, არც დაზარალებულ პოლიციელებს უკითხავთ, ვინ იყვნენ ბრალდებულები, ვინ იყო მათი დამზარალებლები, თურმე ყველაფერში გამოძიებას ენდობოდნენ და საბოლოოდ, ჩვენ მაინც შეგიწყალეთ, იმიტომ რომ ჩვენ მირონი გვდის, ჩვენ წმინდანები ვართ და ქრისტიანობის სადარაჯოზე ვდგავართ, ორი წელი მოგეცით, იქიდან ცხრა თვე გასულია და ცოტა ხანში გამოხვალთ, ესეა, როგორც ვიძახდი.
ჩემს შემთხვევაში, პირადად, მეორედ მოკლა გალუსტაშვილმა მამაჩემი თურმე კიდევ ორი წელი, მამაჩემის გარდაცვალების ერთი წლის თავს და ორი წლის თავს ჩემი ძმა საპატიმროში უნდა შეხვდეს, ასე გადაწყდა და რა ვიცი, ჩვენ ვიხოცებით, ჩვენ ვბერდებით და ჩვენ მშობლები გვიბერდებიან და ჩვენ თვითონაც ვბერდებით და ისინი დიფ სტეიტზე გველაპარაკებიან და ერთმანეთის დათხოვებაზე და ამ ფსიქიატრიულიდან გამოვალთ, იმედია, ოდესმე და რაღაცას ქართველი ადამიანი და ქართველი საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, გაითავისებს და გაიგებს, რომ ამ ჯოჯოხეთში, მენტალურ ტერორში ცხოვრება წარმოუდგენელია” - თქვა რეჟიმის პატიმრის ონისე ცხადაძის ძმამ, სანდრო ცხადაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას. 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს [ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს] ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ისინი ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.

უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა - ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).

პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მსგავსი სიახლეები