ისტორია იწერება ახლა - მე მართალი ვარ - ნიკა კაციას პროცესი დაიწყო
მართალი ვარ, გინდათ 20 წელი მომისაჯეთ, გინდათ დახვრეტა, ნიკუშა კაცია მაინც ბედნიერი კაცია, როცა მართალი ხარ, ხარ მართალი და წერტილი - მე ვარ ტყვე, არც ერთ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ მივიღებ სიტყვა „პატიმარს“ - თბილის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკა კაციას სასამართლო პროცესი დაიწყო.
"ისტორია იწერება ახლა - მატყუარა პროკურორი ზის ჩემს წინ. შუბლიც რომ გამიხვრიტოს არ გამიკვირდება"- თქვა საბოლოო სიტყვაში კაციამ.
მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რაღაც მომენტში თავი მასხარა მგონია. ამ მდგომარეობაში მართლმსაჯულება მაყენებს. მინიმუმ უკანასკნელი 9 თვე.
მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ვხედავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს. მარტო იმიტომ არა, რომ ჩემს უფლებებს იცავს. ის იცავს იმას, რის გამოც აირჩია მან თავისი პროფესია. თავიდან მითხრა, საპროცესოსთვის არ მოვსულვარ მე შენთანო. იცოდეთ, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავიხევ უკან. მე ვარ დაბადებული თავისუფლებისთვის და როცა თავისუფლებას მიზღუდავენ იმ ბიჭებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ"- თქვა ჟურნალისტმა.
აღსანიშნავია, რომ კაციას ფრაზას: " პირდაპირ რომ გამომიქანოს პროკურორმა და შუბლი გამიხვრიტოს..." მოსამართლე ნინო მჭედლიშვილის რეპლიკა მოჰყვა: "მე ვითმენდი ბევრ რამეს. შემეძლო შენიშვნების მიუხედავად დარბაზიდან გამეძევებინეთ. მინდოდა, ბოლომდე დასწრებოდით პროცესს", რაზეც ნიკა კაციამ მოსამართლეს უპასუხა, რომ რომ არავის შეურაცხოფას არ აყენებს და ლიტერატურული ქართულით საუბრობს.
რაც შეეხება ბრალს, ჟურნალისტის განცხადებით, "საქმე თავიდან ბოლომდე შეთითხნილია"
„ეს არ არის პერსონების სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი სიმართლე, რომელსაც გადაყვება ყველა, როცა ვამბობ რეჟიმს მე ვგულისხმობ ყველას, ვინც ემსახურება ამას. რატომ არ მეძლევა საშუალება დავიცვა საკუთარი თავი, რატომ არ მეძლევა, როცა სახალხო დამცველმა ძლივს გაიღვიძა იქ მითითებულია, რომ სასამართლო ხელს უშლის გამოძიება, ბევრ საკითხზე ჩვენ გვეთქვა უარი, არა მხოლოდ პროკურატურის მხრიდან, არამედ შუამდგომლობებზე... მართლმსაჯულება კანონს არ ექვემდებარება უკვე 9 თვეა...
...ამორალურია ეს ყველაფერი, მომავალ თაობას რა მაგალითს აძლევს პროკურატურა, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?....არის ერთი ამბავი, არის სიმართლე და არის ტყუილი და როცა სიმართლე ფიქსირდება ის შედეგს აუცილებლად მოიტანს"- თქვა მან.