„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას იწყებს
„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას იწყებს. პარლამენტში, მამუკა მდინარაძის შემცვლელის მიერ გაკეთებული განცხადებით, ივანიშვილი პარტია გეგმავს ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სარჩელი თეა წულუკიანის მიერ მომზადებულ დასკვნას ეფუძნება და პროცესები საჯარო იქნება.
460 გვერდიანი დასკვნის საფუძველზე აუცილებლად მომზადდება ძალიან მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც წავა საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც დაანონსებული გვაქვს და საზოგადოება დააკვირდება ასევე პირდაპირ ეთერში იმ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას დადებითად აფასებს "ოცნების" კიდევ ერთ წევრი ლევან მაჭავარიანი.
საგამოძიებო კომისიას ყველა ვადევნებთ თალყურს პირდაპირ ეთერში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამ დასკვნაში არის ასახული, ის სიტემური წამება და გაუპატიურება, რაც წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ყოველდღიურობას. ოჯახების საძნებლებში თალთვალი, ბიზნესის სიტემური რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. და ეს ყველაფერი არის ფაქტებზე დაფუძნებული. ჩვენ მოვამზადებთ ახლო მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშრებით, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ამავე აზრს იზიარებენ ივანიშვილის პარტიის სხვა წევრებიც.
იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ეს "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაუქმდეს, - ამბობს შოტა ხაბარელი.
ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებას და რეპრესიებს აგრძელებს.