ნიკა კაცია: "რა მაგალითს აძლევს მომავალს პროკურორი, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?!"

03.09.25 17:47
ნიკა კაცია: "რა მაგალითს აძლევს მომავალს პროკურორი, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?!"

"რა მაგალითს აძლევს მომავალს პროკურორი, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?!" - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, ნიკა კაციამ საბოლოო სიტყვაში განაცხადა. 

  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს.
  •  მის საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. ამავე მოსამართლემ ბრალდებული თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო.

"თუკი აქამდე მხოლოდ დედაჩემმა და უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მიყვარს ჩემი ქვეყანა და როგორი უკომპრომისო შემიძლია ვიყო, როცა საქმე ეხება ჩემი ქვეყნის მომავალს, ახლა ყველამ უნდა იცოდეთ, რომ ხვალ ზეგ, ვერავის ჩაუდოთ ნარკოტიკები ჯიბეში.

შესაძლოა დამაბრალო სიხისტე, ნებისმიერი რამ, მაგრამ ის, რაც გაბედეთ, ვგულისხმობ რეჟიმს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ამორალობა. ამორალობაა ეს ყველაფერი. ამას უყურებს მომავალი თაობა. რა მაგალითს აძლევს მომავალს პროკურორი, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?!" - ნიკა კაციას სიტყვიდან ამონარიდს "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

 

მსგავსი სიახლეები