რატომ გადააყენეს ოხანაშვილი?

03.09.25 21:42
რატომ  გადააყენეს  ოხანაშვილი?

ანრი ოხანაშვილი, რომელსაც სუს-ის უფროსის პოსტზე 6 წელი უნდა ემუშავა, თანამშრომლებს 5 თვეში დაემშვიდობა. გადადგომის შემდეგ დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა და გადაწყვეტილებაზე არაფერი უთქვამს. ოხანაშვილი შეცვალა მდინარაძემ. სუს-ის თანამშრომლებს ის ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. არც მას უთქვამს რატომ გაუშვეს თანაგუნდელი თანამდებობიდან დროზე ადრე. 

მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტზე ისე დაამტკიცეს დეპუტატებს მისი გეგმების შესახებ არაფერი მოუსმენიათ. კენჭისყრა განხილვის გარეშე და ერთსულოვანი შედეგით დასრულდა. 

დარბაზში შეკრებილებმა გადაწყვეტილება მხოლოდ გააფორმეს. ყველასთვის ცხადია, რომ მდინარაძის პარლამენტიდან სუსში გადასვლა ამ კედლებს მიღმა გადაწყდა. დეპუტატებმა სავარაუდოდ არც ის იციან, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილი, რომელმაც კარიერა სუს-ში 6 წლის ნაცვლად 5 თვეში დაასრულა. 

სანამ ოხანაშვილი იტყოდა რომ მიდის, 4 დღით ადრე სუს-მა საყვედური რუსული სპეცსამსახურებიდან მიიღო. ФСБ ამტკციებდაб რომ საქართველოს გავლით უკრაინელებმა რუსეთში ბომბები გააგზავნეს, ასაფეთქებლით სავსე მანქანა კი საქართველომ გაატარა. მაშინ მდინარაძემ ფაქტობრივად აღიარა და მინიმუმ არ გამორიცხა, რომ ბომბები გაეპარათ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, შაბათს საღამოს ოხანაშვილმა გადადგომის შესახებ დაწერა.

იყო თუ არა მისი გაშვება რუსეთის დავალება - ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები