მტკიცებულებებით ვაშინგტონში - ჰელსინკის კომისიაში სალომე ზურაბიშვილსა და თინა ხიდაშელს ელოდებიან

03.09.25 21:45
მტკიცებულებებით ვაშინგტონში -  ჰელსინკის კომისიაში სალომე ზურაბიშვილსა და თინა ხიდაშელს ელოდებიან

10 სექტემბერი, თბილისის დროით 22:30 საათი - ამერიკის კონგრესი ამ დღეს საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენას გამართავს. საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა - ასე ჰქვია მოსმენას, სადაც შტატების მიერ სანქცირებულ ივანიშვილის გუნდზე უნდა ილაპარაკონ. 

საგანგებო მოსმენაზე ჰელსინკის კომისიაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, თავდაცვის ექს მინისტრს თინა ხიდაშელს და ჰუდსონის ინსტიტუტის მკვლევარს ლუკ კოფს ელოდებიან. ხიდაშელი ვაშინგტონში ივანიშვილის ავტორიტარულ მმართველობაზე კონკრეტული მტკიცებულებებით ჩადის. სამხილები "ოცნების" კორუფციულ სქემებსა და ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას შეეხება. 

ჰელსინკის კომისიამ საგანგებო მოსმენა "მეგობარი აქტის" განხილვამდე ჩანიშნა. სტუმრები საქართველოდან ამერიკელ კონგრესმენებს ეტყვიან, რომ ქართველი ხალხის დახმარების აქტის საბოლოოდ დამტკიცება კრიტიკულად მნიშნელოვანია.

კონგრესში დანიშნული მოსმენის წინ "ქართული ოცნება" თავს ესხმის ყველა იმ მომხსენებელს, ვინც საქართველოს საკითხის განხილვაზე მიიწვიეს. ზურაბიშვილს და ხიდაშელს დღეს კალაძე დაუპირისპირდა.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები