დროის ათვლა დაწყებულია - დეკემბერში უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაწყდეს
ევროკომისარი მარტო კოსი, საქართველოს ასახლებს მაგალთად, სადაც გარე ძალების ჩარევით ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა. ვინ არის უცხო ძალა მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა სავარაუდოდ რუსეთი იგულისხმა. მარტა კომისის ამ მძმე ბრალდებას, საგარეო საქემთა სამინსიტრო დუმილით შეხვდა. დღეს მაკა ბოჭორიშვილის არც განცხადება და არც განმარტება საჯარო სივრცეში ჩვენ არ გვინახავს.
კობახიძის კაბინეტმა უპასუხოდ დატოვა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც. კოპენჰაგენში, სადაც ევროპის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების უკლებლივ ყველა მინისტრი იყო შეკრებილი, საქართველოს ადგილი არ აღმოჩნდა.
საშიშროება რეალურია - საფრთხეშია ის, რისთვისაც საქართველო ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა. ამ დროს კი "ქართული ოცნება" ისევ კაცების გათხოვებაზე ნერვიულობს.
ევროკავშირის შესახებ ცრუ პროპაგანდა და განახლებული შეტევა დასავლეთზე ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ "ოცნება" უკვე შეგუებულია ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და ახლა ცდილობს საზოგადოებაც შეაჩვიოს.