რას უპირებს კალაძე ძველ თბილისს?
როცა ვეკითხებით, როგორ აღმოჩნდა მისი გარემოცვის ხელში დედაქალაქის ისტორიული გუდიაშვილის მოედანი და იგივე გეგმა აქვს თუ არა თბილისის სხვა შენობებთან დაკავშირებით კახა კალაძე თავს იმართლებს. წინასაარჩევნოდ მერმა დააანონსა, რომ ავარიულ, ისტორიულ შენობებს ხალხისგან გამოისყიდიან და საინვესტიციოდ გაამზადებენ. ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ ეს ახალი კორუფციული სქემა და ხალხის მოტყუების შესაძლებლობაა.
თბილისის ისტორიულ ნაწილში გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ისტორიული შენობა კალაძესთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფის ხელშია, ისევე როგორც სხვა შენობები. "სტუდია მონიტორის" გამოძიებამ აჩვენა, რომ გუდიაშვილის მოედანი ჯერ აღადგინეს, რეაბილიტაციის შემდეგ კი აუქციონის საშუალებით ქალაქის ქონება კახაბერ კობაივანოვის ხელში აღმოჩნდა. ის კახა კალაძის მეჯვარის ბიზნესპარტნიორია.
კალაძემ დღეს თქვა, რომ ხალხს, ვისაც ჭერი თავზე ენგრევა, შეუძლია ახალი წლიდან მათი ბინები ისტორიულ უბნებში მერიას მიყიდონ. მერია ინვესტორებს მოძებნის და დედაქალაქი საუკეთესო ადგილებს მათ გადასცემს. რა უნდა ქნას ხალხმა, ვისაც მისი უბანი არ ეთმობა და არც ბინის გაყიდვა უნდა.