"მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას" - სალომე ზურაბიშვილი ნიკა კაციას გათავისუფლებაზე

03.09.25 20:15
"მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას" - სალომე ზურაბიშვილი ნიკა კაციას გათავისუფლებაზე

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ნიკა კაციას გათავისუფლება მიულოცა. მისი თქმით ჟურნალისტის გამამართლებელი განაჩენი სამართლისკენ გადადგმული "ერთი აგურია. 

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ სასამართლო უსამართლოა და რამდენიმე სინდისის პატიმრის გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ისინი ვისაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა დამნაშავეები არიან. 

პირველ რიგში მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას ეს ერთი აგური სამართლისკენ გადადგმული, რაც ახლა მოვისმინეთ, ნიკა კაციას გამართლება, მისი არაჩვეულებრივი სიტყვის შემდეგ. ეს არის ყველასთვის დიდი სიხარული, რაც საზოგადოებას სჭირდება. 

თუმცა ამ დროს, შეიძლება ამაში იყოს რეჟიმის ქმედებების ახსნა, ამის გამო არ უნდა დავივიწყოთ, სადაც ერთი აგური სამართლის დაიდო, დაიდო 11 აგური უსამართლობის. 

არც ნიკა კაციას სასამართლოზე არ იყო არანაირი მტკიცებულება და ეს აღიარა მოსამართლემ, მაგრამ არც იმ 11 პირის და წინა დღის სასამართლოებზე არ იყო არანაირი მტკიცებულება. ყველა ეს ადამიანები, არიან უდანაშაულო ადამიანები.

არაფერი არ გამოადგებათ იმიტომ, რომ დღეს ჩანს უკვე, რომ ეს სასამართლო არის მართული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ერთი აგური, ან ორი აგური არ ნიშნავს იმას, რომ სხვები არიან დამნაშავეები. ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ არავინ არ არის დამნაშავე, არცერთი მტკიცებულება არ დევს სხვა იმ საქმეებში და ეს ხრიკები რუსული პრაქტიკიდან ცნობილი ხრიკებია. ეს რჩება საბრძოლველი, სასამართლო უნდა გახდეს ნამდვილად დამოუკიდებელი...

იმ დროს, როცა გამოდის თეა წულუკიანის ვითომდა დასკვნები და იმ დასკვნებში წინა რეჟიმის შესახებ არაფერი არ არის სერიოზული ნათქვამი იმაზე, რომ იქაც იყო სრულიად უსამართლო სასამართლო და დღეს თუ გვაქვს უსამართლო სასამართლო ეს არის იმის გაგრძელება იმიტომ, რომ დღესაც დგანან სათავეში იგივე მურუსიძეები... თუ რეალური დასკვნა ვინმეს უნდოდა, პირველ რიგში უნდა იმსჯელონ სასამართლოზე და დადონ დასკვნები სასამართლოზე.

მოვა დღე და მოვა დრო როცა საქართველოში გვექნება სამართლიანი სასამართლო. ეს არის საქართველოს წარსული და ეს იქნება საქართველოს მომავალი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები