თამარ კორძაია სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს ციხეში ხვდება

13.10.21 17:24
თამარ კორძაია სააკაშვილის საქმეზე დაკავებულებს ციხეში ხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქმეზე დაკავებულ სამ პირს ამ წუთებში დეპუტატი თამარ კორძაია ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვდება.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორძაია რამდენიმე წუთის შევიდა. დეპუტატი ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია და ისინი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ტყვეები არიან.

ადამიანურად მინდა გავიგო, როგორ გრძნობენ თავს, რა გზავნილები აქვთ. შევდივარ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. ვთვლი, რომ ეს ადამიანები ყურადღებას იმსახურებენ. ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებაში, ისინი სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ამ ყველაფერში- აცხადებს დეპუტატი. 

მამა-შვილ წოწორიებს გამოძიება დანაშაულის დაფარვას, ხოლო ელგუჯა ცომაიას კი მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანას ედავება. 

მსგავსი სიახლეები