თბილისში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

04.09.25 10:54
თბილისში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ყაჩაღობის ბრალდებით 40 და 30 წლის წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კაცები  თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს წერს, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.