მდინარაძემ მის მოადგილედ დანიშნა კაცი, რომელიც 2009 წელს, მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდა

04.09.25 11:30
მდინარაძემ მის მოადგილედ დანიშნა კაცი, რომელიც 2009 წელს, მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე დანიშნულმა, მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთ მოადგილედ დანიშნა კაცი, რომელიც საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრების მიხედვით, 2009 წელს თბილისის პოლიციის  მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა.

საუბარია  ლევან ხარაბაძეზე, რომელიც ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორად 6 მაისს დანიშნა. 

  • ლევან ხარაბაძე, რომელიც მდინარაძემ მის მოადგილედ დანიშნა, გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის 15 ივნისს  იმ აქციის დარბევაში მონაწილეობდა, სადაც აქტივისტები სხვა დაკავებულებთან ერთად ირკალი კობახიძის სიძის დავით  ფაცაციას გათავისუფლებას ითხოვდნენ.
  • ლევან ხარაბაძე, რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, 2015 წლის 20 აპრილს როგორც 2009 წლის 15 ივნისის დარბევის მონაწილე პოლიციელი ისე დაკითხეს.
  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ხარაბაძე ადასტურებს, რომ როგორც პოლიციელი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, თუმცა უარყოფს დარბევაში მონაწილეობას.

ფოტოზე ასახულია საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციელების შეტაკება პოლიციის სამმართველოს შენობასთან - 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 15 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა.

ოფიციალური ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

სახალმეიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სუს-ის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.