პოლიციელი, რომელიც ამაღლობელის დაკავების ოქმს აწერს ხელს, სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძეს შეცვლის
ბათუმის პოლციის ყოფილი უფროსის, ირაკლი დგებუაძის ადგილმონაცვლე, სავარაუდოდ, მისი მოადგილე გოჩა ვანაძე იქნება.
ეს ის პოლიციის მაღალჩინოსანია, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმს აწერს ხელს. ადვოკატების თანახმად, ოქმი გაყალბებულია, ვანაძის ჩვენებამ კი სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
რაც შეეხება დგებუაძეს, კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ალიყურმა ტკივილი განაცდევინა, როგორც ირკვევა, ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს უშაობას.
როცა ადვოკატები გოჩა ვანაძის მიერ ცრუ ჩვენებაზე საუბრობენ, ისინი ორ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ:
დაკავების ოქმში, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს, წერია, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს, - როცა კადრებიდან ჩანს, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს, რაც კანონდარღვევაა;
ვანაძე ამბობს, რომ სწორედ მან დააკავა მზია ამაღლობელი, როდესაც კადრებში ჩანს, რომ ამაღლობელს არა ის, არამედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია აკავებს.