სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება - გაბუნია

13.10.21 17:40
სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე დღეს ფართო პროფილის ექიმებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

გაბუნიას  თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტები მოაბილიზოს.  

დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით", - თქვა თამარ გაბუნიამ.