" თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ დაველაპარაკებით" - "ოცნება" ბექა ოდიშარიას იცავს

04.09.25 13:57
" თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ დაველაპარაკებით" - "ოცნება" ბექა ოდიშარიას იცავს

"ბექა ოდიშარიასთან ჩვენ თუ ლაპარაკი მოგვინდება, ჩვენ დაველაპარაკებით" - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, ყოფილი პარლამენტარისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ქცევას, რომელმაც გუშინ, 3 სექტემბრის საღამოს ჟურნალისტსა და მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა.

"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღები იყო თუ არა ბექა ოდიშარიას საქციელი, ირაკლი კობახიძემ თქვა: "ნუ მეკითხებით მაგას, არ გაგცემთ მაგაზე პასუხს".

  • „ვინც ოლეს მღერის, იმის დედას შე*ეცი“, - უთხრა ინცინდენწის შემდეგ ოდიშარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხად, შემდეგ კი განაგრძო: „გაიგე ახლა? დაიმახსოვრე? დაიწერე და მამაშენს წაუღე, რა“.
  • ოდიშარიამ დემონსტრანტებს უწოდა „*ლის მონები“. მოგვიანებით კი ჟურნალისტს, „პუბლიკის“ ფოტოგრაფ მინდია გაბაძეს, მიაყენა შეურაცხყოფა.
  • ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის ნასვამი, როგორც „მოქალაქეები ამბობენ“, ოდიშარიამ უპასუხა: „მე ვარ ნასვამი? შენ ნატ*ნაურები ხარ.“