კობახიძე აქტივისტებს ლანძღავს - არ იმჩნევს ქალების მაგინებელ თანაგუნდელს

04.09.25 20:18
კობახიძე აქტივისტებს ლანძღავს - არ იმჩნევს ქალების მაგინებელ თანაგუნდელს

ივანიშვილის პრემიერმინისტრი მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. ირაკლი კობახიძე არ ცდილობს დაგმოს მისი თანაპარტიელების საქციელი - ბექა ოდიშარიამ ქალებს დედა აგინა, გიორგი შუკვანმა კი სახეში შეაფურთხა. ამის მიუხედავად ამ ამბავში კობახიძისთვის დამნაშავეები მაინც პროევროპული აქციების მონაწილეები არიან. 

"ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიება 15 წუთში დასრულდა, ზეიმის ჩაშლით გაღიზიანებული "ოცნების" ლიდერები კი მელიქიშვილის გამზირზე უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ აქტივისტებს. ქალის გინების და და სახეში მიფურთხების გამართლებაში, დღეს, "ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. 

დღეს, "ოცნების" რიგებში არ მოიძებნა არცერთი დეპუტატი, რომელიც იტყოდა, რომ აქტივისტების გინების გამო ოდიშარია დამნაშავეა. ხალხი, ვინც ქუჩაში "ოცნების" რუსულ პოლიტიკას და ხალის ციხეში გაშვებას აპროტესტებდა იხსნება, რა ვითარებაში აგინებს და აფურთხეს ივანიშვილის პარტიის სახეებმა. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები