თეა წულუკიანის ორმაგი სტანდარტი

04.09.25 21:37
თეა წულუკიანის ორმაგი სტანდარტი

აგვისტოს ომში დამნაშავედ საქართველოს ახლა უკვე თავდაცვის მინისტრიც ადანაშაულებს - ირაკლი ჩიქოვანს უხერხულობას არ უქმნის ოკუპანტის ნაცვლად ქვეყნის ინტერესების გაწირვა - ამ განცხადებით მინისტრი არ გაფრთხილებია ჯარისკაცებს, რომლებსაც "ოცნება" ავტომატურად ომის დამნაშავეებად აცხადებს.

წულუკიანის 400-ზე მეტ გვერდიანი დასკვნა მთლიანად ეთმობა წინა ხელისუფლების კრიტიკას - მთავარი საყრდენი იმ სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებია, ვისაც ახლა "ოცნება" აგენტებად რაცხავს. 

"ქართული ოცნების" ორმაგი სტანდარტი სახეზეა - ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობიან იმ შემთხვევაში, თუ გაკრიტიკებულია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი პერიოდი - მაგრამ თუ იგივე ორგანიზაციები ახლა წერენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მიტაცებულ სასამართლოზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მოქალაქეების წამებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილის გავლენებზე, მათ მართულებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენიებენ.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები