მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმრის თავისუფლებას - მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული ბრალდებით ციხეში გამოკეტილები - პეტრე ცისკარიშვილი
„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თემაზე პირველი კომენტარი გაკეთდა.
“მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, მაგრამ “ოცნების” განცხადება კონკურენტულ არჩევნებზე დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდნენ.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
“მე მივესალმები ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია და რა თქმა უნდა, მამუკაც და ბადრიც იყვნენ პოლიტპატიმრები, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტილი, მაგრამ “ოცნების” მხრიდან მე ვირწმუნებდი იმ განცხადებას, სადაც ისინი გულისხმობენ, რომ არჩევნები თურმე კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს, ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც, ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში და მაშინ ნამდვილად ვირწმუნებდი, რომ მათი პოლიტიკური ნება არის ის, რომ ნებისმიერ დონეზე ჩატარებული არჩევნები მიმდინარეობდეს კონკურენტულ გარემოში და არცერთი პარტიის პოლიტიკური ლიდერი თუ არცერთი მოძრაობის ლიდერი არ იყოს ციხეში"- თქვა ცისკარიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების აქტი გამოსცა. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.