პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბერს ეროვნულ კრებაზე გადავწყვეტთ, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს
მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ დღეს 4 ოქტომბრის აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს ორი რეალობა - ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, რათა დასრულდეს „ისტორიული სირცხვილი“, რომელიც ქვეყანას დაატყდა თავს.
ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე გაიმართება ეროვნული კრება, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
მეგობრებო, არ არსებობს ორი საქართველო. არის ერთიანი, ძლიერი საქართველო. არ არსებოს დღეს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს პროტესტის გრძნობა, რომელიც არ გრძნობდეს, რომ ცვლილებები გარდაუვალია. არ არსებობს ღირსეული ადმაიანი, რომელიც არ გრძნობდეს, რომ დღეს არის ყველაფერი შესაცვლელი, რომელიც ხედავს, რამდენი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და როგორ გვიყალბებენ ჩვენს ისტორიას.
დღეს აქ შევიყარეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მე თქვენ დაგპირდით, რომ გავაერთიანდებდით ხალხს. აი, ბატონო, ერთიანობა თურმე საჭირო და შესაძლებელი ყოფილა. ჩვენ ყელანი აქ, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სპორტსმენები, ყველანი ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მიხვდით, რა მავნებელია "ქართული ოცნება". ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ, გადმოდით აქ, შურის საძიებლად არავინაა მოსული. აქ ყველანი მოსული ვართ, რომ ავაშენოთ ერთიანი, თავისუფალი, ძლიერი საქართველო. ამიტომაც გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ისტორიულ სირცხვილს, რაც დაემარტა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა მოეღოს ბოლო 4 ოქტომბერს. 16:00 საათზე აქ, რუსთაველზე ვიკრიბებით და ვწყვიტავთ ჩვენს მომავალს. აქ ჩავატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვიტავთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ - ქართველ ხალხს. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსება და დავიცვატ ჩვენი დროშა! ასე რომ გელოდებით ყველას 4 ოქტომბერს 16:00 საათზე. ბრძოლა ბოლომდე!, - განაცხადა ბურჭულაძემ.