კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: თუ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ კაცო, კი არავინ აძალებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პირველ კოემნტარს აკეთებს.
კალაძე ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებას "ჰუმანურ აქტს" უწოდებს.
„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია. მან შეიწყალა 2 დამნაშავე. ზოგადად, ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ,“ - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე რატომ მოხდა პოლიტიკური ლიდერების შეწყალება მათი ნების წინააღმდეგ, [მათ არ უთხოვიათ შეწყალება]" თბილისის მერი პასუხობს:
"რას ნიშნავს მათი ნების წინააღმდეგ? თუ მათ არ აქვთ სურვილი, ჩაიკეტონ და აღარ გამოვიდნენ, კაცო, კი არავინ აძალებთ, პრეზიდენტს ხომ აქვს უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება?".
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა იყო შეწყალების მიზანი, "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს:
"ახსნა პრეზიდენტმა თუ რა არის მიზანი, წარმოდგენილია ყველა ის პარტია, ვინც მიიღო მონაწილეობა [არჩევნებში], პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პარტიების ლიდერები, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ძალიან მარტივია" - თქვა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
პარტიაში ამბობენ რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.