გთავაზობთ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას - რუსეთი

13.10.21 21:18
გთავაზობთ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას - რუსეთი

"რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით"- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი. 

სერგეი ლავროვის უწყების ცნობით, "პროცესში მოსკოვს აქტიურად უჭერს მხარს ცხინვალი და სოხუმი". 

ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში რუსეთი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს  "დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში ჩათრევის აქტიურ ძალისხმევის გამო".

რუსეთი და მისი მოკავშირეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით დარწმუნებულები არიან, რომ ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპლექსური კითხვები. ამის მოსაგვარებლად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ერთი მხრიდან საქართველოს, ხოლო მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე ფოკუსირება. ამის საჭიროებას კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში ჩათრევის აქტიური ძალისხმევა, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, მათ შორის ბოლო პერიოდში გამართული ალიანსის მრავალეროვნული სწავლება მტკიცე სული 2021"- წერია განცხადებაში.