ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი: სააპელაციოს უკანონო გადაწყვეტილებას დღეს უზენაეს სასამართლოში ვასაჩივრებთ

05.09.25 12:41
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი: სააპელაციოს უკანონო გადაწყვეტილებას დღეს უზენაეს სასამართლოში ვასაჩივრებთ

ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე აცხადებს, რომ "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავთ.

პოლიტიკოსების ინტერესების დამცველი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს უზენაეს სასამართლოშ გაასაჩივრებს. 

რაც შეეხება შეწყალების აქტს, მინდა, გითხრათ, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ სცნობენ თავს დამნაშავედ, შესაბამისად, არანაირ მიმართვას ადგილი არ ჰქონდა შეწყალებასთან დაკავშირებით. ასევე იყო არაერთი შემოთავაზება და ისინი ძალიან მტკიცედ აცხადებდნენ უარს, რომ მიემართათ შეწყალებზე. შესაბამისად, ეს იყო პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი, რის საფუძველზეც მოხდა მათი შეწყალება, მაგრამ არანაირი მათი მიმართვა არ უძღოდა წინ. 

ასევე მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ზუსტად დღეს შეგვაქვს ჩვენ  უზენაეს სასამართლოში სარჩელი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლომ ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, და სააპელაციოს უსამართლო გადაწყვეტილებას ზუსტად დღეს ვასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, - განაცხადა არჩლ ჭავჭვანიძემ. 

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

 

მსგავსი სიახლეები