მალხაზ მაჩალიკაშვილი: არავის დავადანაშაულებ ივანიშვილთან გარიგებაში, ვნახოთ, ამას დრო გვანახებს

05.09.25 13:30
მალხაზ მაჩალიკაშვილი: არავის დავადანაშაულებ ივანიშვილთან გარიგებაში, ვნახოთ, ამას დრო გვანახებს

თქვენი ნამდვილად არვიცი, მე პირადად ნებისმიერი ადამიანის ციხიდან განთავისუფლება მიხარია - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ის ამ ეტაპზე არავის დაადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში.

ასევე გამიხარდა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძე განთავისუფლება.

მეგიბრებო, პოლიტიკოსიბა და ბიზზნესმენობა , ეს ერთგვარი საჯელია, მათ ყველას ხელისგულზე დაღმა უდევთ  არა იდეალური კაცის.
ან რომელი ვართ იდეალური, შენ თუ მე.

ის კიარა, მე პირადად  ეს ბოლო პერიოდი ჩემს გარემოცვასაც არ ვენდობი.

საკმარისია, რაღაცა დააბეთქო თუნდაც ერთი მეგობარის და თანამებრძოლის დასწრებით, იმ წუთას გეზს იღებს იქითკენ ვისაც შენზე მეტს თვლის.

8 წელია ამ თემებში ვითარების, 8 წლი კი საკმარისია, ამოიცნო ადამიანებიც და ქუჩის აქციებიც, არც ის მეშლება ამოიცნო ვინ მოგზავნილი ვინ ჩანერგილი.

ენდეთ მარტო თავის თავს  ბოლომდე არ ენდოთ არავის, მე ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა ვარ სანდო და უღალატო, რაც შეხება ორ ლიდერს, მე ჯერ არავის დავადანაშაულებ  ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში, ვნახოთ ამას დრო გვანახებს.
 თავისუფლება ყველა პატიმარს, თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები