რაზე შედგა გარიგება, საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა! - სალომე სამადაშვილი

05.09.25 13:41
რაზე შედგა გარიგება, საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა! - სალომე სამადაშვილი

 

 

 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი ივანიშვილთან გარიგების საფუძველზე გამოიცა. ამის შესახებ ოპოზიციონერი სოციალურ ქსელში წერს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს ბრალდება აბსურდულია, რადგან „რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები“ და ის მას ისე იყენებს, როგორც მის ინტერესშია.  სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ოპოზიციის დასუსტება და ამისთვის სხვადასხვა ტაქტიკურ მანევრს მიმართავს.

ერთი და იგივე ხალხი აცხადებს, რომ 'გარიგების' შედეგია ივანიშვილის ზებრის შეწყალების აქტი, და ამ აქტის მიზანი 'ლელოს' განადგურებაა. ანუ რაზე შედგა გარიგება-საკუთარი პარტიის განადგურებაზე? სისულელეა.

რეჟიმის ხელშია ციხის გასაღები. მას კარის გახსნისა თუ ჩაკეტისთვის ისე იყენებს, როგორც უნდა. ესაა მწარე სიმართლე.

შეწყალების აქტით ისევე შეგიძლია დააზიანო ოპონენტი, როგორც მისი დაპატიმრებით.

ევროპული საქართველო რომ გამოეყო ნაც მოძრაობას 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გიგი უგულავა შეიწყალეს, რომელიც ციხიდან გამოსული ევსაქებს შეუერთდა. ბევრი ლაფი ასხეს, გარიგების შედეგად გამოვიდაო. დღეს იგივე ხალხი სხვა აზრზეა.

რეჟიმის ამოცანა ოპოზიციის განადგურებაა. ამისთვის კი, ტაქტიკურად ბევრი სხვადასხვა მანევრის შესაძლებლობა აქვს. ესაა ერთადერთი და მწარე სიმართლე, - წერს სამადაშვილი. 

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.

 

მსგავსი სიახლეები