"ახლა ჩვენ გამოვასახლეთ ციხიდან" - კობახიძე ხაზარაძე-ჯფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა
"ქართული ოცნების" პრემიერი "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერების შეწყალებას გამეოხმაურა.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო და ის ამას პატივს სცემს.
ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც ფართო გაგებით ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის.
თვითონ მიიყვანეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე"- თქვა მან.
„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.
პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პოლიტიკურ ლიდერებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.