მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექიმების მულტიფუნქციული ჯგუფი შეიქმნა

13.10.21 21:58
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექიმების მულტიფუნქციული ჯგუფი შეიქმნა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა, თუმცა იმისთვის, რომ ამ ჯგუფმა სააკაშვილთან იმუშავოს, თავად ბრალდებულის თანხმობაა საჭირო.

დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც უკვე დღეს შეკრიბა ექიმები. ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე", - განაცხადა ბრეგაძემ.

სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა დღეს გაიმართა, მას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და დეპუტატები ესწრებოდნენ. დეპუტატებს შორის იყვნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.