"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

05.09.25 14:50
"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მოანაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ ჯერ კიდევ მაშინ მიიიღო, როცა ბადრი ჯაფარიძე და ის ციხეში ჩასვეს. 

გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს - მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე.

მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკა გვაქვს, მიზანი გვაქვს ყველას ერთი - ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ამ მიზნისთვის ძლიერ საქართველოს არასდროს უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს.

მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად.

რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში"- თქვა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

განახლება: ინფორმაცია, რომ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება არ შეუცვლია დაადასტურა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემაც.

ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ იმის გამო დააპატიმრეს, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ.

ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის.

მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, რადგან სწორედ ამიტომ მოგვათასავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა.

იმ 100 000-ობით ოპოზიციონერ ამომრჩეველს, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოვა, იმედი არ უნდა გავუწბილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან, მათი ხმების დასაცავად იბრძოლონ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენგან თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოითხოვდა" - თქვა ჯაფარიძემ. 

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა. ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები