"თავისუფლება მიშას" - თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება

14.10.21 10:00
"თავისუფლება მიშას" - თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება

"თავისუფლება მიშას" -  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლების მოთხოვნით დედაქალაქის ცენტრში აქცია გაიმართება.

სიტყვით გამოსვლები თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო.  საკრებულოს შენობის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ,ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილო, ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, - განაცხადა მელიამ 9 ოქტომბერს.

აქციას რეგიონებიდან კოლონები უერთდდებიან.  

მსგავსი სიახლეები