სკანდალი: კალაძის სიძე საოკუპაციო რეჟიმს ხვდება

05.09.25 18:34
სკანდალი: კალაძის სიძე საოკუპაციო რეჟიმს ხვდება

კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში შეხვედრებს "ქართული ოცნების სახელით მართავს. 

დონეცკის სახალხო რეპუბლიკის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პაატა აბულაძე სწორედ "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერია. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრეს. ასევე, მისი ცნობით, საქართველოს გადმოეცემა ჯარისკაცების სია, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს ჩადიან და მათ დასჯას ითხოვენ.

თუმცა, თავად პაატა აბულაძე უარყოფს, რომ ოკუპირებულ რეგიონში "ქართული ოცნების" სახელით იმყოფება. 

ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსეთში, დონეცკში, ქართულ-რუსული ურთიერთობის განმტკიცების ჭრილში. რას გადამეკიდეთ მე? თუ ის გაინტერესებთ, რომ მე "ოცნება" ... არა, არც იციან მე სად ვარ. ალბათ გაიგებენ უკვე, მივდივარ ახლა შვილებთან და იქ არ არის სვიაზი და არაფერი, ფრონტის წინა ხაზზეა," - განაცხადა პაატა აბულაძემ. 

მსგავსი სიახლეები