იძულებითი შეწყალება - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას"

05.09.25 20:08
იძულებითი შეწყალება - რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას"

სამართლებრივი ნონსენსი უწოდა პოლიტიკური ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მამუკა ხაზარაძემ ყაველაშვილის შეწყალებას. "ლელო - ძლიერი საქართველოს" დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ რეჟიმის პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება საზოგადოებისა და ოპოზიციის დასაპირისპირებლად მიიღო.

შეწყალების აქტი "ოცნების" მიერ პრეზიდენტად დანიშნულმა მიხელ ყაველაშვილმა დილის 10:00 საათზე გადმოსცა. ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მოახლოვებულ არჩევნებით ახსნა. პოლიტიკური პატიმარი პოლიტიკოსების გამოსვლას ციხიდან 4 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ თანაგუნდელები. გათავისუფლებული ხაზარაძის გზავნილის მთავარი ადრესატი დღეს ყაველაშვილი იყო.

არც მამუკა ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს შეწყალების თხოვნით ყაველაშვილის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ორივე პოლიტიკური ლიდერი ახლა იძულებით შეწყალებულად ითვლება.

ჯაფარიძე/ ხაზარაძის 74-დღიანი პატიმრობა, დღეს, სამ საათზე დასრულდა. "ძლიერ საქართველოში" დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტად დანიშნულმა ყაველაშვილმა დოკუმენტს მხოლოდ ხელი მოაწერა, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი ივანიშვილმა მიიღო, ოპოზიციაში დაპირისპირების გაღრმავების მოტივით.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები