ტყუილში მხილებული "ოცნება" - რას ამბობენ ბრიუსელში

05.09.25 20:53
ტყუილში მხილებული "ოცნება" - რას ამბობენ ბრიუსელში

ირაკლი კობახიძე ევროკომისიამ ტყუილში ამხილა, დღეს ბრიუსელმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ მატყუარაა ყველა, ვინც მათ უმტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კაცის კაცზე ქორწინების დაკანონებას სთხოვს ან პატივს არ სცემს ქართულ ტრადიციებს. 

ევროკავშირის ეს პასუხი ირაკლი კობახიძის არაერთ განცხადებას მოჰყვა, უკვე რამდენიმე კვრაა, ის ხალხს უყვება, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე იმის გამო  დადგა, რომ საქართველომ უარი თქვა დაეკანონებინა კაცების გათხოვება და სქესის შეცვლა.

ევროკავშირის მწვავე რეაქციის შემდეგ, "ქართული ოცნება" აღიარებს, რომ მათ ევროკავშირი არ სთხოვს კაცების გათხოვების დაკანონებას, განმარტავენ, რომ რეპრესიული კანონები რომლთა გაუქმებასაც ბრიუსელი მოითხოვს ამას გულისხმობს.    

"ქართულ ოცნების" პროპაგანდის საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ხალხისთვის ცდილობენ ახსნას საიდან დაიწყო პრობლემები. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები