"ოცნების" პოლიტიკური მანიპულაცია - ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს პასუხობს

05.09.25 20:16
"ოცნების" პოლიტიკური მანიპულაცია - ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს პასუხობს

ირაკლი კობახიძე დღეს ამტკიცებდა, რომ ხაზარაძე ჯაფარიძის ციხიდან გამოშვება, მიხეილ ყაველაშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. რა მიზანი ჰქონდა" ქართულ ოცნებას", როცა ამ პოლიტიკურ სვლაზე წავიდა, "ოცნების" თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯის ამოცნობა არ გასჭირვებია.  

"ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ოფიციალური მიზეზი, რომ რეალურს არ ჰგავს - ამაში ეჭვი არავის ეპარება. ყაველაშვილი წერს, რომ ლიდერები არჩევნებში თანაბარი პირობების შექმნის გამო შეიწყალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თუ "ოცნებას" ჯანსაღი გარემოს შექმნა უნდა, საპატიმრო ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა უნდა დატოვოს. 

ამ მოვლენებმა ბევრისთვის აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" ამ გადაწყვეტილებით აღიარებს, რომ შეწყალებულებიც და დაპატიმრებულებიც ციხეში მათი პოლიტიკური მოტივით ხვდებიან და ეს იმის მიხედვით წყდება, თუ როდის როგორ სჭირდება ხელისუფლების დღის წესრიგს. თუმცა, თუკი, დღეს, მიზანი ოპოზიციაში დაპირისპირების გაღრმავება იყო, ეს ამ ეტაპზე "ოცნებას" წარმატებით გამოსდის. დაპირისპირების მიზეზი "ლელოს" პასუხი გახდა, რომლითაც თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე აზრი არ შეუცვლიათ. 

დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები