კუპრაძე: ტყუილია რომ ეს ყაველაშვილის განცხადებაა, ეს არის ივანიშვილის განცხადება, რომელიც ФСЬ-ს დავალებით შემოიტანეს პოლიტიკურ ველზე

05.09.25 21:42
კუპრაძე: ტყუილია რომ ეს ყაველაშვილის განცხადებაა, ეს არის ივანიშვილის განცხადება, რომელიც ФСЬ-ს დავალებით შემოიტანეს პოლიტიკურ ველზე

"ტყუილია რომ ეს მიხეილ  ყაველაშვილის განცხადებაა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ФСЬ-ს დავალებით შემოიტანეს პოლიტიკურ ველზე" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება რუსული სპეცსამსახურების გეგმაა და ივანიშვილი ФСЬ-ს სცენარებით მოქმედებს. 

პირველი ტყუილია ის, რომ ეს მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაა, ეს არის ტყუილი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ФСЬ-ს დავალებით შემოიტანეს პოლიტიკურ ველზე, ახალი პოლიტიკური დაპირისპირების გასაჩენად. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იწერება რუსულ სპეცსამსახურებში, ეს გეგმა, რასაც ივანიშვილი და მისი დამქაშები - ხან ე.წ. პრეზიდენტები, ხან ე.წ. პრემიერმინისტრები, სუს-ის ახალი ხელმძღვანელები და ა.შ. გამოაგდებენ ხოლმე. ხან რევოლუციაზე საუბრობენ, ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე, სისულელეა სრული. ФСЬ-ს სცენარები, რომლითაც ივანიშვილი მოქმედებს და რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგება ხოლმე რიგი კომენტატორები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, თუ ა.შ.. 

იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ რას ცდილობს ყოველი ნაბიჯით ივანიშვილი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი. ყველაფერი ბრმად და პირდაპირ მოწოდებულად, როგორც გთავაზობს, რომ აბა მიდი ეს არის სალაფავი და მოდი ახლა ვჭამოთ ეს ყველაფერი, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ, ივანიშვილი სწორედ ამით გვჯობნის, როცა ამ დაპირისპირებებს თესავს მუდმივად," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

"ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა "ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა. 

მსგავსი სიახლეები