სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ანანიაც უერთდება
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს მოაწერს.
ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას" - უთხრა მედიას მიტროპოლიტმა.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძემაც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს".