არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, "ოცნება" ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს

06.09.25 11:22
არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, "ოცნება" ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, "ქართული ოცნება" ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა. 

გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია - "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი" - არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია - "ლელო" და "საქართველოსთვის" - არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.

როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო/ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.

მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა," - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები