"ევროპელი გეი ბიუროკრატები თავს გვახვევენ სიძულვილს" - კობახიძე

06.09.25 11:44
"ევროპელი გეი ბიუროკრატები თავს გვახვევენ სიძულვილს" - კობახიძე

"ევროპელი გეი ბიუროკრატები თავს გვახვევენ სიძულვილს" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტები "სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ". ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მოუწოდა "არ გასცენ არანაირი პასუხი მათ". 

მე მგონია, რომ უმჯობესია მშვიდად შევხვდეთ ასეთ აქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა მერწმუნეთ, რომ ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. 

ესენი არიან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი ამოცანა, დავალება, ეს არის სიძულვილის გაღვივება ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილის გაღვივების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე, საპირისპირო დამოკიდებულებით და არა სიძულვილით, ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ, არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს. მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს...

პირიქით, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ გარე ძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი გეი ბიუროკრატები ჩვენი ქვეყნისთვის," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციაზე "ოცნების" წევრმა გენო პეტრიაშვილმა მოქალაქეებს აგინა. მანამდე მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა ბექა ოდიშარიამ. 

მსგავსი სიახლეები