ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ - მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლებაზე

14.10.21 10:39
ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ - მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს არ მოაწერს.

"პოლიტიკურ აფერისტებს და პროვოკატორებს ვერ ვაფასებ"- უთხრა მედიას მიტროპოლიტმა. 

სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტიურად გაუქმდება, აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს, გამიგეთ, რა ხდება?! სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ", - თქვა მეუფე სტეფანემ. 

მსგავსი სიახლეები